Wednesday, November 20, 2013

დღეს....

      ხშირად დავფიქრებულვარ რა ხდება დღეს ჩვენს ირგვლივ... როგორ ვექცევით ადამიანები  ერთმანეთს. რატომღაც ყველა იმას ვცდილობთ სხვების კრიტიკით გული მოვიჯეროთ,სხვას მინუსი დავუნახოთ...და ამ დროს ის გვავიწყდება რომ არავინა იდეალურნი,ჩვენი თაოსნობით. ყველას გვავიწყდება ,რომ თთოეული ჩვენგანი დედის მუცლიდან ,,ადამისა და ევას პირველცოდვით" დაღდასმულნი ვიბადებით და ცხოვრების საცალფეხო ბილიკზე მიმავალნი,ცოდვებაკრეფილნი მივიწევთ გოგლგოთისაკენ....





    ერთმანეთის გარიყვა,ზუგშექცევა,დაცინვა– ეს ყველაფერი დღევანდელი საზოგადიების რეალობააა... !! მოდით ნუ უვარყოფთ...ჩვენ თვითონაც რამდენჯერ დაგვინია,გაგვიქილიკებია სხვები.. სამწუხაროდ ბევრჯერ....

       თანამედროვეობის ყველაზე ,,სახალისო საქმიანობასაც" შევაწიოთ ერთი–ორი სიტყვა..სოციალური ქსელში–კერძოდ, Facebook–ის უამრავი გვერდი გვთავაზობს მსგავს ,,გართობას" ადმინობას ამოფარებული ადამიანები ვიღაცის ,,არცთუ ლამაზ ფოტოს" მიუგდებენ მასას და წავიდა არ დანდობა !!!! .. კომენტარის.ლაიქისა და ე.წ. შეარის გამო სულაც არ ინდობენ არავის!!!! 


    ერთი წამით მაინც დავფიქრდეთ იმაზე, რომ სხვასაც ტკივა,,,სხვაც ტირის... იმ ადამინების ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი ,რომელსაც ეკრანს მიღმა მყოფი უამრავი ადამინი დასცინის,მაშინ როცა არავინ იცის როგორია იგი სინამდვილეში.. ვიღაცას –  ,,დიდი ცხვირით" ,,ცუდად ჩაცმული ტანსაცმლით" და სხვა მსგავსი ნიუანსებთ  ნუ განსვჯით, >. არვიცი რამდენად კარგად გადმოგეცით ის რაც ამ ბლოგში მინდოდა დამეწერა... უბრალოდ ერთმანეთი გვიყვარდეს :)   






























                  

Monday, November 18, 2013

წიგნების წიაღში

 

 ჩემსკენ წიგნის მოყვარულებო ... ,,წიგნი ფანჯარაა,რომლიდანაც სული იყურება"– ამბობდა ჰენრი ვორდ ბიჩერი.და მართლაც ასეა ! მართლაც საოცარი რამაა, ფარატინა ფურცლებზე იჯრით მიწყობილ ასოებს,როგორ შეუძლიათ, გმირიდან გმირში გამოგზაურონ..ზოვჯერ დონ კიხოტად გაქციოს და ქარის წისქვილებს შეგაბრძოლოს,ზოგჯერ კი ბალზაკის რაფაელთან ერთად ვნების უფსკრულში     გადაგიძახოს.                                                                                                                                                     წიგნის კითხვისას,მწერალთან ერთად სამყაროს თავისუფალი მჭვრეტელები ვხვდებით და ვფიქრობთ იმაზე ,რაც ყველაზე მთავარი და არსებითია–რას ნიშნავს ადამიანიად ყოფნა.!

    გურამ დოჩანაშვილი ამბობდა– ,,ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი ვიდრე იყავი.”  თუ ეს მართლა ასეა (და დამიჯერეთ ასეა :)  ) მაშინ რატომ აღარ კითხულობენ დღეს წიგნებს??? ,იმდენად დაბალია ჩვენი თაობის დაინტერესება წიგნისადმი რომ სურვილიც არ უჩნდებათ ,თაროზე შემოდებულ წიგნს ,სქლად დადებული მტვერი გადააცალონ,გადაფურცლონ და იმ სამყაროში შეაბიჯონ სადაც ათასი ფერი,ფიქრი,ემოცია,ცრემლი,სიცილი და გრძნობა ელით.

          დევიდ დენბის აქვს შესანიშნავი ფრაზა: “მე მქონდა ინფორმაცია და არა ცოდნა, შეხედულებები და არა პრინციპები, ინსტინქტები და არა მრწამსი.” დენბისათვის ეს ყოველივე მას შემდეგ შეიცვალა, რაც 48 წლის ასაკში კლასიკოსების კითხვა დაიწყო. კარგი იქნება, თუ ყოველი ადამიანი მიბაძავს მას და მიხვდება, რომ უწიგნოდ მისი შეხედულება ცხოვრებაზე, ნებისმიერ ფასეულობებზე, ყოფილა პრიმიტიული, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა “უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა”. თუ გინდა გახდე ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი მოქალაქე, აუცილებელია გაეცნო წინა თაობის ნააზრევს, ხოლო იმისთვის რომ კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბდე, არსებობენ წიგნები, რომლებშიც ისწავლი ამას. მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. აუცილებელია მათი ნააზრევის გაცნობიერება, შეფასება და  გადააზრება.............

        მინდა რომ წიგნი სულ ხელში მეჭიროს, თითქოს მეშინოდეს არავინ წამართვას.… რატომღაც ყოველთვის, როდესაც ბიბლიოთეკაში მივდივარ, მეჩვენება, რომ ყველა ბიბლიოთეკა ღმერთის მიერ ბოძებული ყველაზე ნათელი ლაბირინთია, ერთადერთი ლაბირინთი, საიდანაც გამოსვლა არ მინდა…”

     ვასილ კეჟერაძეს რომ ჰკითხოთ, დიდი სიამოვნებით შექმნიდა “კარცერ-ლუქსებს”, რომ იქ ლიტერატურის კარგი, წესიერი მოყვარული გამოეზარდა. გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟი ასე ქუჩა-ქუჩა მოძებნიდა ახალგაზრდებს, ჩაკეტავდა წიგნების კარადით სავსე ოთახში და წიგნის წაკითხვას აიძულებდა. ეს იქნებოდა “კარცერი ლუქსი”, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა – სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი – ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის … ცრემლები სიცილისაგან, ტკივილისაგან, სევდისაგან, სიყვრულისაგან, ბენიერებისაგან და კიდევ უამრავი მიზეზის გამო. საოცრად რეალური და ამ დროს საოცრად ირეალური , რაღაც ისეთი სამყარო აი მთელს დედამიწაზე ყველგან და არსად რომ შეიძლება იყოს… ძალიან კონკრეტული და ძალიან აბსტრაქტული, ძალიან გულუბრყვილოდ ადამიანური…

     მთავარია, გადაშალეთ პირველი ფურცელი, მოხერხებულად მოიკალათეთ და წავიდა… :)

ჩემი პირველი ნაბიჯი ,,ბლოგერობისკენ"

 მოგესალმებით... ყოველთვის მიყვარდა ბლოგების ნახვა და მათი კითხვა,მომწონდა იმ ადამინების ნაწერები და შემოქმედება ,რომლებსაც ისინი თავიანთ ბლოგებზე ათავსებდნენ...ზოგჯერ წამომივლიდა სურვილი მეც შემექმნა იგივე. თუმცა სურვილი სურვილად რჩებოდა,ხოდა ბოლოს ეს დღეც დადგა,იმედი მაქვს ჩემი მკითხველი გახდებით და მეც დავისახურებ თქვენს მოწონებას  :)